cms@gt.ge

2021 წლის მსოფლიოს 5 უმსხვილესი კომპანია საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით

2020 წელს გლობალურმა ეკონომიკამ დიდი დარტყმა მიიღო COVID-19 პანდემიის გავლენით. შედეგად, მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაცია საგრძნობლად შემცირდა.

CNBC-ის ცნობით ხუთმა მათგანმა, Apple-მა, Microsoft-მა, Alphabet-მა, Amazon-მა და Facebook-მა ერთობლივად დაკარგეს 416,63 მილიარდი დოლარის საბაზრო კაპიტალის ღირებულება.

2021 წლის აპრილის მდგომარეობით Apple იყო მსოფლიოში უმსხვილესი კომპანია - 2,25 ტრილიონი აშშ დოლარის საბაზრო კაპიტალიზაციით. ხუთეულში მოხვდნენ მსოფლიოს ყველაზე ცნობადი ბრენდები: 

  • Microsoft
  • საუდის არაბეთის ნავთობკომპანია (Saudi Aramco)
  • Amazon
  • Google-ის დედა კომპანია Alphabet. 

2019 წელს მსოფლიოს ყველაზე მომგებიანი კომპანიების რეიტინგში Saudi Aramco ლიდერობდა, 88,21 მილიარდი აშშ დოლარი წმინდა შემოსავლით.

როგორ განისაზღვრება საბაზრო ღირებულება (market value) და საბაზრო კაპიტალიზაცია (market capitalization)? 

  • საბაზრო ღირებულება და საბაზრო კაპიტალიზაცია არის ორი ტერმინი, რომელიც ხშირად გამოიყენება და ერევათ ერთმანეთში კომპანიების მომგებიანობისა და სიცოცხლისუნარიანობის განხილვისას. საბაზრო კაპიტალიზაცია არის კომპანიის ღირებულება, რომელიც ეფუძნება კომპანიის აქციების საბაზრო ფასსა და კომპანიის მიერ გამოშვებული აქციების ჯამურ რაოდენობას; ბევრი საფონდო ბირჟა, როგორიცაა ნიუ-იორკის ან ლონდონის საფონდო ბირჟა, აქვეყნებს საბაზრო კაპიტალიზაციის მონაცემებს მათი დარეგისტრირებული კომპანიების შესახებ
  • რაც შეეხება, საბაზრო ღირებულებას, ის ტექნიკურად ეხება იმას, თუ რა ღირს კომპანია ბევრად უფრო ფართო კონტექსტში. იგი განისაზღვრება სხვადასხვა ფინანსური/ეკონომიკური მოდელით, მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით. მათ შორის მომგებიანობით, სასესხო ვალდებულებებით და მთლიანობაში საბაზრო გარემოთი. ამ თვალსაზრისით, ის მიზნად ისახავს კომპანიის საერთო ღირებულების შეფასებას მისი აქციის ფასთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, საბაზრო ღირებულება სასარგებლოა იმის დასადგენად, არის თუ არა კომპანიის აქციები გადაჭარბებულად ან ნაკლულად შეფასებული.

იხილეთ 2021 წელს მსოფლიოს 100 უმსხვილესი კომპანია საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით ბმულზე.