წესები და პირობები

  1. აღნიშნულ საიტს (შემდგომში -„საიტი“) მართავს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (შემდგომში - „EBRD“), რომლის სათაო ოფისი მდებარეობს მისამართზე: გაერთიანებული სამეფო, ლონდონი E14 4BG, Bank Street #5, პროექტის „საქართველოში კაპიტალის ბაზრების განვითარების ხელშემწყობი მექანიზმის შემუშავება და დანერგვა“ (შემდგომში - „პროექტი“/„პროგრამა“) ფარგლებში. პროექტი ფინანსდება ევროკავშირის მიერ და ხორციელდება EBRD-ის კაპიტალის ბაზრის განვითარების გუნდის მიერ. პროგრამა ორიენტირებულია წამახალისებელი მექანიზმის შექმნაზე, რომელიც ობიექტურად შერჩეულ კომპანიებს დაეხმარება საქართველოში ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების ათვისებაში ფასიანი ქაღალდების, მათ შორის სავალო და წილობრივი ფასიანი ქაღალდების (და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები, საჭიროების შემთხვევაში) გამოშვების გზით. გარდა ამისა, პროექტი მოიცავს საგანმანათლებლო და შესაძლებლობების განვითარების კომპონენტებს, რომლებიც ორიენტირებულია კაპიტალის ბაზრების დაფინანსებაზე. პროგრამის ფარგლებში ანაზღაურდება ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილი, როგორიცაა იურიდიული მომსახურების ხარჯები, ლისტინგის ხარჯები, პროსპექტის ხარჯები და/ან ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები. აღნიშნული მიკროსაიტი განკუთვნილია პროექტისთვის, გამოიყენება როგორც მთავარი საკომუნიკაციო ინსტრუმენტი და პროექტში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ აღნიშნული საიტის მეშვეობით.
  2. გთხოვთ, გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს (შემდგომში -„წესები და პირობები“). თუ არ ეთანხმებით აღნიშნულ წესებსა და პირობებს, გთხოვთ, დატოვოთ საიტი. 
  3. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ (შემდგომში -„თქვენ“) სარგებლობთ ჩვენი საიტით, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენი საიტის გამოყენების წესებსა და პირობებს. EBRD უფლებამოსილია პერიოდულად შეცვალოს ეს წესები და პირობები. ამგვარი ცვლილების შემდეგ საიტზე თქვენი სტუმრობა ნიშნავს შესაბამის პირობებზე დათანხმებას.

4.1. EBRD საიტი განკუთვნილია მომხმარებელთა მომსახურებისთვის. საიტზე განთავსებული ინფორმაცია ატარებს მხოლოდ ინფორმაციულ ხასიათს. ქვემოთ მოცემული 7.1 პუნქტის შესაბამისად, შეგიძლიათ ეწვიოთ საიტს, გადმოწეროთ და დააკოპიროთ EBRD-ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, დოკუმენტები და მასალები, ასევე სხვის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (შემდგომში ერთობლივად ”მასალები”) მხოლოდ თქვენი პირადი, არაკომერციული გამოყენების მიზნით; ამავე დროს, არ გაქვთ უფლება, გაყიდოთ ან გაავრცელოთ აღნიშნული მასალები ან შექმნათ მასალების საფუძველზე სახეცვლილი დოკუმენტები წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად. 

4.2. თუ სხვა რამ არ არის პირდაპირ მითითებული, აღნიშნულ საიტზე განთავსებულ მასალებში მოცემული ფაქტები, განმარტებები და დასკვნები წარმოადგენს მასალების სხვადასხვა ავტორის მიერ წარმოდგენილ ფაქტებს, განმარტებებსა და დასკვნებს და ყოველთვის შეიძლება არ გამოხატავდეს EBRD-ის შეხედულებებს. 

4.3. ამ საიტზე წარმოდგენილი ინფორმაცია შეიძლება განსხვავდებოდეს თქვენი ბრაუზერის ფუნქციონალისა და შეზღუდვების მიხედვით. EBRD არ იღებს პასუხისმგებლობას, თუ თქვენ ვერ ნახულობთ ამ საიტის რომელიმე ნაწილს ან კომპონენტს. 

4.4. EBRD იტოვებს უფლებას შეცვალოს ან წაშალოს ნებისმიერი მასალა საიტიდან, მათ შორის, შეამოწმოს და/ან წაშალოს ინფორმაციის ნებისმიერი ნაწილი მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. 

4.5. საიტი შეიძლება შეიცავდეს ბმულებს გარე ვებგვერდებზე. ნებისმიერი ასეთი ბმული მოცემულია მხოლოდ თქვენივე ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად. EBRD-ს არ აქვს კონტროლი გარე ვებგვერდების ინფორმაციაზე და არ იღებს პასუხისმგებლობას ამ ვებგვერდებზე განთავსებულ შინაარსზე, მასალასა თუ ინფორმაციაზე. 

4.6. თქვენ შეგიძლიათ დალინკოთ საიტი EBRD-ის თანხმობის გარეშე. ასეთ ლინკებზე უნდა იყოს მითითებული EBRD, როგორც საიტიდან მიღებული ინფორმაციის წყარო, და დაცული უნდა იყოს საიტის მთლიანობა, მისი ცვლილების გარეშე. EBRD იტოვებს უფლებას უარი თქვას საიტთან დაკავშირების ნებართვაზე და ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს საიტთან დაკავშირების შეწყვეტა. 

4.7. საიტზე შეიძლება განთავსდეს ინფორმაციის სხვადასხვა წყაროს მიერ მოწოდებული რჩევები, მოსაზრებები და განცხადებები. EBRD არ იძლევა გარანტიას ან არ ადასტურებს ინფორმაციის რომელიმე წყაროს, ამ საიტის რომელიმე მომხმარებლის ან რომელიმე სხვა პირისა თუ ორგანიზაციის მიერ მიწოდებული რჩევების, მოსაზრებების, განცხადებებისა თუ სხვა ინფორმაციის სიზუსტესა და სანდოობას. აღნიშნული რჩევების, მოსაზრებების, განცხადებებისა თუ სხვა ინფორმაციის გათვალისწინება თქვენი პასუხისმგებლობაა. 

4.8. ამ საიტზე ან მასალებში მოცემული არც ერთი ინფორმაცია (პირდაპირი ან ირიბი) არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც საინვესტიციო რეკომენდაცია ან რჩევა, ან შეთავაზება ან მოწვევა EBRD-ისგან ან მისი სახელით ფასიანი ქაღალდების შეძენის ან გაყიდვის შესახებ. 

4.9. EBRD იტოვებს უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ და ნებისმიერი მიზეზით და წინასწარი შეტყობინების გარეშე, შეცვალოს, შეზღუდოს, შეაჩეროს ან შეწყვიტოს საიტები ან ნებისმიერი მასალა ნებისმიერი თვალსაზრისით; აგრეთვე უფლებამოსილია საიტის ან მისი ნაწილის გამოყენებაზე უარი განუცხადოს ნებისმიერ მომხმარებელს. EBRD არ არის ვალდებული გაითვალისწინოს რომელიმე მომხმარებლის საჭიროებები აღნიშნულთან დაკავშირებით.

5.1. საიტზე არსებული ნებისმიერი ინფორმაცია მითითებულია „როგორც არის” ("As Is"/"As Available") პრინციპის მიხედვით, ნებისმიერი გარანტიის, პირობების ან სხვა სახის ვალდებულების გარეშე, გამოხატული თუ ნაგულისხმევი. EBRD არ აცხადებს და არ იძლევა გარანტიას  საიტის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, მათ შორის საიტის საშუალებით მიღებული ნებისმიერი მასალის სისრულესა თუ სიზუსტეზე. 

5.2. მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, EBRD იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას (კონტრაქტიდან გამომდინარე, დელიქტური (მათ შორის გაუფრთხილებლობით), კანონით დადგენილი ვალდებულების დარღვევით თუ სხვაგვარად) საიტზე განთავსებული მასალების ნებისმიერი სახის უზუსტობის, გაუმართაობის, შეცდომის, გამოტოვების, შეფერხების, წაშლის, ხარვეზის, მუშაობის ან გადაცემის შეფერხების, კომპიუტერული ვირუსის, საკომუნიკაციო ხაზის გაუმართაობის, ქურდობის ან განადგურების ან უნებართვო წვდომის, შეცვლის ან გამოყენების შემთხვევაში დამდგარ შედეგებთან დაკავშირებით. EBRD არ არის პასუხისმგებელი საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებით დამდგარ ზიანზე თუ ზარალზე (პირდაპირი თუ არაპირდაპირი).

6.1. როდესაც გადაწყვეტთ საიტზე ანგარიშის გახსნას („ანგარიში“) და მიიღებთ მომხმარებლის ანგარიშის ID, პაროლს ან ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, ასეთ ანგარიშთან დაკავშირებით ჩვენი უსაფრთხოების პროცედურების ფარგლებში, ვალდებული ხართ უზრუნველყოთ აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა. არ გაქვთ უფლება გაუმჟღავნოთ იგი მესამე მხარეს. 

6.2. ჩვენ გვაქვს უფლება ნებისმიერ დროს მოვახდინოთ თქვენ მიერ არჩეული ან ჩვენ მიერ მონიჭებული მომხმარებლის ანგარიშის ID და პაროლის დეაქტივაცია თუ, გონივრულად მიგვაჩნია, რომ არღვევთ წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე დებულებას. 

6.3. იმ შემთხვევაში, თუ იცით ან გაქვთ ეჭვი, რომ დარღვეულია თქვენი პაროლის ან ანგარიშის უსაფრთხოება, დაუყოვნებლივ შეგვატყობინეთ მისამართზე: TomovaR@ebrd.com ან cms@gt.ge.

7.1. საიტის გამოყენებისას, გეკრძალებათ: 

a. ნებისმიერი სახის უკანონო, თაღლითური, ცილისმწამებლური, მადისკრედიტირებელი, უხამსი, პორნოგრაფიული, შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, სალანძღავი, სიძულვილის ენის შემცველი, დამამცირებელი ან სხვაგვარად არასასურველი ინფორმაციის განთავსება ან გავრცელება, რაც შესაძლოა წარმოადგენდეს სისხლის სამართლის დანაშაულს, იწვევდეს სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრებას, არღვევდეს მოქმედ კანონმდებლობას და რეგულაციას, ან ზიანს აყენებდეს EBRD-ის საქმიან რეპუტაციას.

b. რეკლამების, შეთავაზებების, წერილების, პირამიდული სქემების, საინვესტიციო შესაძლებლობების ან ნებისმიერი სახის კომერციული სქემების ან სხვა არასასურველი კომერციული კომუნიკაციების განთავსება ან გავრცელება.

c. ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფის ან მასალების განთავსება ან გავრცელება, რომლებიც შეიცავს "virus", "trojan horse", "worm", "data bomb", "logic bomb"  ან ნებისმიერ სხვა მსგავს კომპონენტს.

(i) საიტის მეშვეობით კომერციული მიზნებისთვის მიღებული მასალების, ან 

(ii) საიტიდან მოპოვებული მასალების ან მათ საფუძველზე სახეცვლილი დოკუმენტების, რომლებიც ექვემდებარება საავტორო ან მესამე მხარის სხვა ინტელექტუალურ საკუთრების უფლებებს: 

d. კოპირება, შეცვლა, ლიცენზირება, მათ საფუძველზე სახეცვლილი დოკუმენტების შექმნა, გავრცელება, გამოქვეყნება, ხელახლა გამოქვეყნება, გადაცემა, ხელახლა გადაცემა, რეპროდუცირება, გავრცელება ან ნებისმიერი სხვა სახით ექსპლუატაცია ან გამოყენება. აღნიშნული მასალების, ან მათ საფუძველზე სახეცვლილი დოკუმენტების კოპირების, შეცვლის, ლიცენზირების, გავრცელების, გამოქვეყნების, ხელახლა გამოქვეყნების, გადაცემის, ხელახლა გადაცემის, რეპროდუცირების, გავრცელებისა და ნებისმიერი სხვა სახით ექსპლუატაციისა და გამოყენებისთვის აუცილებელია მესაკუთრის თანხმობა.

7.2. თქვენ ადასტურებთ, რომ არ შეზღუდავთ ან არ შეაფერხებთ სხვა პირის მიერ საიტით სარგებლობას. 

7.3. თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ აუნაზღაურებთ და დაიცავთ EBRD-ს ნებისმიერი ზარალისგან, საჩივრისგან, სამართალწარმოებისგან, ხარჯებისა  და დანახარჯებისგან, მათ შორის სასამართლო ხარჯებისგან და ნებისმიერი სხვა ვალდებულებისგან, რომელიც შეიძლება წარმოიშვას თქვენ მიერ საიტის გამოყენების ან თქვენ მიერ ან თქვენი რეგისტრირებული ანგარიშის ნებისმიერი მომხმარებლის მიერ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, წინამდებარე წესებისა და პირობების ნებისმიერი დარღვევის შედეგად.

8.1. საიტის განცხადებების ელექტრონული დაფების, ჩატის  ან შეტყობინებების ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების (შემდგომში ერთობლივად, „ფორუმები“) გამოყენებისას, აცხადებთ თანხმობას, რომ ფორუმს გამოიყენებთ მხოლოდ კონკრეტულ ფორუმთან დაკავშირებული  შეტყობინებებისა და მასალების გასაგზავნად და მისაღებად. მაგალითად (მაგრამ არა მხოლოდ), ფორუმის გამოყენებისას გეკრძალებათ: 

a. ცილისწამება, შეურაცხყოფა, შევიწროება, მუქარა ან სხვათა კანონიერი უფლებების (როგორიცაა კონფიდენციალურობის დაცვისა და საჯაროობის უფლებები) სხვა სახით დარღვევა; 

b. ნებისმიერი ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, უხამსი, ან უკანონო მასალის ან ინფორმაციის გამოქვეყნება, გამრავლება ან გავრცელება; 

c. იმ ფაილების ატვირთვა ან მიბმა, რომლებიც შეიცავს პროგრამულ უზრუნველყოფას ან ინტელექტუალური საკუთრების უფლებით დაცულ სხვა მასალას (ან კონფიდენციალურობის დაცვის ან საჯაროობის უფლებებით), თუ თქვენ არ ფლობთ ან აკონტროლებთ აღნიშნულ უფლებებს ან არ გაქვთ მოპოვებული ყველა საჭირო თანხმობა; 

d. იმ ფაილების ატვირთვა ან მიბმა, რომლებიც შეიცავს ვირუსებს, დაზიანებულ ფაილებს ან სხვა მსგავს პროგრამულ უზრუნველყოფას ან პროგრამებს, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს სხვისი კომპიუტერი; 

e. ნებისმიერ ატვირთულ მასალაზე საავტორო უფლებების, იურიდიული შენიშვნების ან სავაჭრო ნიშნების ან ეტიკეტების წაშლა; 

f. ატვირთული პროგრამული უზრუნველყოფის ან მასალების წარმოშობის წყაროს გაყალბება; 

g. ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების გაყიდვის რეკლამირება ან შეთავაზება,  გამოკითხვების, კონკურსების ჩატარება ან წერილების (chain letters) გაგზავნა; 

h. ფორუმის სხვა მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული ნებისმიერი ფაილის ჩამოტვირთვა, რომლის ამ გზით გავრცელება კანონით აკრძალულია; 

i. პერსონალური მონაცემების ატვირთვა, დაწერა, გავრცელება ან სხვაგვარად გამჟღავნება. 

„პერსონალური მონაცემები“ ნიშნავს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. 

8.2.  თქვენ ადასტურებთ, რომ ფორუმები არის საჯარო და არა პირადი საკომუნიკაციო საშუალება. გარდა ამისა, თქვენ ადასტურებთ, რომ  ჩატები, პოსტები, კონფერენციები, ელ.წერილები და სხვა მომხმარებლების სხვა კომუნიკაციები არ არის დადასტურებული EBRD-ის მიერ და რომ ასეთი საშუალებები არ ექვემდებარება EBRD-ის მიერ განხილვას, შემოწმებას ან დამტკიცებას. 

8.3. თქვენ ადასტურებთ, რომ EBRD არ არის ვალდებული აკონტროლოს განცხადებების ელექტრონული დაფების, ჩატების ან სხვა მსგავსი საშუალებების გამოყენება და რომ მომხმარებლების მიერ ასეთი საშუალებების გამოყენება ექვემდებარება EBRD-ის მიერ საკუთარი შეხედულებისამებრ გაცემულ მითითებებს ან ინსტრუქციებს. 

8.4. EBRD იტოვებს უფლებას, ნებისმიერი მიზეზით და საკუთარი შეხედულებისამებრ, წინასწარი შეტყობინების გარეშე, შეცვალოს ან წაშალოს მომხმარებლების მიერ ფორუმზე განთავსებული ნებისმიერი მასალა, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ ელექტრონული ფოსტის შეტყობინებებითა და დაფის პოსტებით.

9.1. თუ თქვენ გამოაქვეყნებთ ან ატვირთავთ რაიმე მასალას, ინფორმაციას ან მონაცემებს (მათ შორის პერსონალურ მონაცემებს) (შემდგომში -„თქვენ მიერ მოწოდებული მასალები“) საიტზე ან მისი მეშვეობით, EBRD შეინახავს და გამოიყენებს თქვენ მიერ მოწოდებულ მასალებს მხოლოდ პროექტის მიზნებისთვის. 

9.2. თქვენ მიერ მოწოდებული მასალები ითვლება არაკონფიდენციალურად. თუ სხვა რამ არ არის მითითებული საიტზე, თქვენ ინარჩუნებთ საკუთრების უფლებებს თქვენ მიერ მოწოდებულ მასალებზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ განათავსებთ ან ატვირთავთ თქვენს მასალებს საიტზე, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ უსასყიდლოდ გვაძლევთ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით მათი გამოყენების, შენახვის, კოპირების, გავრცელებისა და მესამე მხარეებისთვის მიწოდების შეზღუდულ ნებართვას. 

9.3. თუ მესამე მხარე განაცხადებს, რომ თქვენ მიერ ჩვენს საიტზე განთავსებული ან ატვირთული მასალების რომელიმე ნაწილი წარმოადგენს მათი ინტელექტუალური საკუთრების ან კონფიდენციალურობის  უფლებების დარღვევას, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას გავუმჟღავნოთ თქვენი ვინაობა მესამე მხარეს მათი პრეტენზიების გადამოწმების საფუძველზე. 

9.4. ჩვენ გვაქვს უფლება წავშალოთ თქვენ მიერ განთავსებული ნებისმიერი პოსტი, თუ, ჩვენი აზრით, თქვენი პოსტი შეიცავს  ცილისმწამებლურ ინფორმაციას, არღვევს მესამე მხარის ინტელექტუალურ საკუთრების უფლებებს, კონფიდენციალობის დაცვის უფლებებს ან სხვაგვარად არ შეესაბამება და/ან არღვევს მოქმედ კანონებს ან ჩვენს რომელიმე პოლიტიკის დებულებებს, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია www.ebrd.com-ზე. 

9.5. თქვენ მიერ მოწოდებული მასალების შინაარსის, ინფორმაციის ან მონაცემების დაცვასა და რეზერვირებაზე პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ. 

9.6. საიტზე რეგისტრირებული კომპანიების ჩამონათვალი (მხოლოდ კომპანიების სახელწოდებები) (შემდგომში- „ჩამონათვალი“) მიეწოდება ადგილობრივ საბროკერო/საინვესტიციო ბანკებს (შემდგომში -„ბანკები“), რომლებიც გამოხატავენ შესაბამის ინტერესს და ლიცენზირებულნი არიან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. ბანკები სია, რომლებსაც მიეწოდებათ ჩამონათვალი, ხელმისაწვდომია მოთხოვნის შემთხვევაში.

10.1. საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებებები საიტზე განთავსებულ მასალებზე, თქვენ მიერ მოწოდებული მასალების გარდა, ეკუთვნის EBRD-ს. თუ სხვა რამ არ არის მითითებული, EBRD თვლის, რომ თქვენ მიერ მოწოდებული მასალები წარმოადგენს თქვენს საკუთრებას. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ განათავსებთ თქვენს მასალებს საიტზე, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ EBRD-ს უსასყიდლოდ აძლევთ არაექსკლუზიურ უფლებას გამოიყენოს, დააკოპიროს და შეცვალოს თქვენ მიერ მოწოდებული მასალები, რამდენადაც ეს აუცილებელი იქნება შესაბამისი მიზნის მისაღწევად.

11.1. წინამდებარე წესები და პირობები განიმარტება, ხოლო თქვენ მიერ მიკროსაიტის გამოყენება რეგულირდება ინგლისის კანონმდებლობის შესაბამისად. წინამდებარე პირობებთან ან თქვენ მიერ მიკროსაიტის გამოყენებასთან დაკავშირებული ან მისგან გამომდინარე ნებისმიერი არასახელშეკრულებო ვალდებულება რეგულირდება და განიმარტება ინგლისის კანონმდებლობის შესაბამისად. 

11.2. ნებისმიერი დავა, უთანხმოება ან წინააღმდეგობა წარმოშობილი თქვენ მიერ მიკროსაიტის გამოყენების და/ან წინამდებარე წესების და პირობების არსებობის, მოქმედების, დარღვევის ან შეწყვეტის საფუძველზე, ან წინამდებარე წესებთან და პირობებთან ან თქვენ მიერ მიკროსაიტის გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი არასახელშეკრულებო ვალდებულება, რომელიც ვერ მოგვარდება მოლაპარაკების გზით, გადაწყდება არბიტრაჟის მიერ UNCITRAL-ის საარბიტრაჟო წესების (შემდგომში-„UNCITRAL-ის წესები“) შესაბამისად. დავას განიხილავს 1 (ერთი) არბიტრი, რომელსაც ნიშნავს LCIA (ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო). საარბიტრაჟო განხილვის ადგილი არის ინგლისი, ლონდონი, ხოლო ენა- ინგლისური. თქვენ და EBRD უარს ამბობთ 1996 წლის საარბიტრაჟო აქტით ან სხვაგვარად გათვალისწინებულ უფლებაზე, გაასაჩივროთ ნებისმიერი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ინგლისის ან სხვა ქვეყნების სასამართლოებში. საარბიტრაჟო ტრიბუნალს არ აქვს უფლება დააწესოს, ხოლო თქვენ ადასტურებთ, რომ არ მოითხოვთ დროებით ღონისძიებებს ან დაცვის საშუალებას რომელიმე სასამართლო ორგანოსგან EBRD-ის მიმართ, გადაწყვეტილების მოლოდინში, UNCITRAL-ის წესების მიუხედავად.

12.1. EBRD უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების დაცვას. გთხოვთ, იხილოთ კონფიდენციალურობის შესახებ შეტყობინება აქ: www.ebrd.com/privacynotice და ქუქი-ფაილების შესახებ შეტყობინება აქ: www.ebrd.com/cookies.

13.1.  წინამდებარე წესებისა და პირობების არცერთი პუნქტი არ უნდა იქნას გაგებული ისე, თითქოს  EBRD უარს ამბობს ან ცვლის EBRD-ისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სადამფუძნებლო შეთანხმებით, საერთაშორისო კონვენციით ან ნებისმიერი მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ შეღავათებს, პრივილეგიებსა და გამონაკლისებს. 

13.2. EBRD-ის მიერ წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე უფლების ან დებულების გამოუყენებლობა ან შეუსრულებლობა არ ნიშნავს აღნიშნულ უფლებაზე ან დებულებაზე უარის თქმას. კომპეტენტური იურისდიქციის სასამართლოს მიერ წესებისა და პირობების რომელიმე დებულების ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობა არ გამოიწვევს წესებისა და პირობების  სხვა დებულებების ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობას. 

13.3. წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს მთლიან შეთანხმებას EBRD-სა და თქვენს, მომხმარებელს შორის, მიკროსაიტთან და თქვენ მიერ მოწოდებულ მასალებთან დაკავშირებით.