„კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა“ ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალის და ფინანსური ბაზრების განვითარების გუნდის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის საკონსულტაციო სამუშაოებს ასრულებს Galt & Taggart, BDO Georgia-სთან ერთად.
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა

პროგრამის მიზნები
პროექტის ძირითადი მიზანია კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში.
კერძოდ:
საგანმანათლებლო მექანიზმის შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას
წახალისების მექანიზმის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს შერჩეულ კომპანიებს კაპიტალის ბაზარზე წვდომის მოპოვებაში
თანადაფინანსების მექანიზმის დანერგვა - კაპიტალის ბაზარზე დაფინანსების მოპოვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსება შერჩეული კომპანიებისათვის
პროგრამის მეთოდოლოგია
პროექტის ფარგლებში შემუშავებული მეთოდოლოგია შედგება 3 ძირითადი ნაწილისგან:
პროგრამის სარგებელი
წახალისების სქემის მეშვეობით ფასიანი ქაღალდების ემისიასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსების მიღება.
საგანმანათლებლო სქემის მეშვეობით კაპიტალის ბაზარზე დაფინანსების მოსაპოვებლად საჭირო პროცედურების, საკანონმდებლო მოთხოვნებისა და რეგულაციების შესახებ ინფორმაციისა და კონსულტაციების მიღება
ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა ფასიანი ქაღალდების ემისიების წახალისების გზით
ადგილობრივი ვალუტისა და ეკონომიკის დე-დოლარიზაციის ხელშეწყობა