cms@gt.ge

კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაზე რეგისტრაციის საბოლოო ვადა

ახლოვდება კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაზე რეგისტრაციის საბოლოო ვადა.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, დაიწყება დეტალური დიაგონოსტიკის ფაზა, რომელიც გულისხმობს კომპანიების შეფასებას და საბოლოო შერჩევას. პროცესი გასტანს 23 სექტემბრამდე. 

კომპანიის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით დიაგნოსტიკის ფარგლებში ჩატარდება: 

  • ფინანსური პროფილის ანალიზი
  • ბიზნეს პროფილის ანალიზი 
  • მარეგულიებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება
  • კორპორატიული მმართველობის შეფასება
  • წარმატებული განთავსების პოტენციალის შეფასება

მეორე ეტაპზე, დიაგნოსტიკის გუნდის მიერ წარმოდგენილ ანალიზზე დაყრდნობით შერჩევის კომიტეტი შეარჩევს გამარჯვებულ კანდიდატებს, რის შემდეგაც გამოქვეყნდება გამარჯვებული კანდიდატებისა და მოლოდინის სიაში მყოფი კომპანიების სია.

არჩვენას გააკეთებს პროგრამის შერჩევის კომიტეტი.

შერჩეულ კანდიდატებს მიეცემათ ვადა 2023 წლის II კვარტალის ბოლომდე საჯარო ფასიანი ქაღალდების გამოშვებისთვის. ფასიანი ქაღალდების წარმატებით განთავსების შემთხვევაში კომპანიები მიიღებენ გრანტს დაახლოებით 100-200 ათასი ლარის ოდენობით გამოშვებასთან დაკავშირებული დანახარჯების დასაფარად.