cms@gt.ge

რა არის კაპიტალის ბაზარი?

საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობისთვის მიმდინარეობს ევროკავშირის მიერ DIGITAL RE4M პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა“, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალის და ფინანსური ბაზრების განვითარების გუნდი ასრულებს. ამ პროგრამის ფარგლებში კაპიტალის ბაზრების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად შემოგთავაზებთ როგორც საგანმანათლებლო პოსტებს, ასევე ღონისძიებებს.

რა არის კაპიტალის ბაზარი?

კაპიტალის ბაზარი აკავშირებს ერთმანეთს ორ მხარეს: მათ, ვისაც სურთ დაფინანსების მოპოვება და მათ, ვისაც სურთ საკუთარი ფულადი სახსრების დაბანდება სასურველი უკუგებით. უკუგების მსურველების რიგებში, როგორც წესი, შედიან ბანკები და ინვესტორები, ხოლო დაფინანსების მიღების რიგებში - ბიზნესები, მთავრობები და ინდივიდუალურ პირები.

კაპიტალის ბაზარი შედგება პირველადი და მეორადი ბაზრებისგან, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია საფონდო და ობლიგაციების ბაზარი.

პირველად კაპიტალის ბაზარზე ხდება ახალი ფასიანი ქაღალდების გამოშვება და გაყიდვა, ხოლო მეორადი ბაზარზე - უკვე გამოშვებული ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა ინვესტორებს შორის.

კაპიტალის ბაზრის მიზანია გარიგებების ეფექტურობის გაუმჯობესება, რომელიც უზრუნველყოფს ფასიანი ქაღალდების უსაფრთხოდ გაცვლის შესაძლებლობას.