cms@gt.ge

მასტერკლასი: გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი ემისიები

„კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის“ საგანმანათლებლო სერიის ფარგლებში ჩატარდება მასტერკლასი თემაზე - გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი ემისიები. ღონისძიების მოწვეული სპიკერები არიან: Honorata Fijalka (REGIO Lead Europe Central Asia: IFC) და ბორის ჯანჯალია (IFC-ის კორპორაციული მმართველობის ოფიცერი).

მასტერკლასის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი და მწვანე ობლიგაციების ბაზარი
  • სტანდარტული პროცედურები - მწვანე ობლიგაციების ჩარჩო და მეორე მხარის მოსაზრება
  • ემისიის შემდგომ მოთხოვნები და ინფორმაციის გამჟღავნება
  • IFC მხარდაჭერა მომავალი ემიტენტებისთვის
  • რისკის მართვა და კორპორატიული მმართველობა

ღონისძიება ჩატარდება 21 ივლისს, 17:00 საათზე, კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის Facebook გვერდზე ლაივის საშუალებით.


კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა“ ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალის და ფინანსური ბაზრების განვითარების გუნდის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის საკონსულტაციო სამუშაოებს ასრულებს Galt & Taggart, BDO Georgia-სთან ერთად.