cms@gt.ge

დიუ დილიჯენსი და შერჩევის პროცესი

კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის მექანიზმის შემუშავებისა და დანერგვის მიზნით საქართველოში ხორციელდება „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა“. 18 თვიანი პროგრამა დაფინანსებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალის და ფინანსური ბაზრების განვითარების გუნდის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. 

CMS პროგრამის II ეტაპზე შეიქმნა კაპიტალის ბაზრის წახალისების მექანიზმი, რაც დაეხმარება შერჩეულ კომპანიებს კაპიტალის ბაზრის ტრანზაქციების განხორციელებაში როგორც სავალო, ასევე წილობრივი (Equity) ფასიანი ქაღალდების გამოშვების მიმართულებით. წახალისების მექანიზმი გულისხმობს შერჩეული კომპანიებისთვის ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსებას.

23 სექტემბერს, შერჩევის კომიტეტი გამოავლენს გამარჯვებულ კანდიდატებს, რომელთაც 2023 წლის მე-2 კვარტლის ბოლომდე მიეცემათ ვადა ფასიანი ქაღალდის განსათავსებლად. წარმატებული განთავსებისა და პროგრამის წესებთან შესაბამისობის შემთხვევაში, კანდიდატები მიიღებენ ემისიის ხარჯების თანადაფინანსებას.

მიმაგრებულ ფაილად გაეცანით ინფორმაციას - შერჩევის პრიორიტეტების, ხმის მიცემის სისტემის, გრანტის გაცემის წესებისა და გუნდის შემადგენლობის შესახებ.

პროექტის საკონსულტაციო სამუშაოებს ასრულებს Galt & Taggart, BDO Georgia-სთან ერთად.