cms@gt.ge

პირველადი და მეორადი ბაზრები

„კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის“ საგანმანათლებლო რუბრიკის ფარგლებში გთავაზობთ პოსტს თემაზე: პირველადი და მეორადი ბაზრები.

Primary Market - პირველადი ბაზარი

როდესაც კომპანია პირველად ყიდის საჯაროდ ახალ აქციებს ან ობლიგაციებს, როგორიც არის IPO (ბიზნესის მხრიდან, ინვესტორებისთვის, ფასიანი ქაღალდების პირველადი საჯარო შეთავაზება), ის ამას აკეთებს პირველად კაპიტალის ბაზარზე. ამ ბაზარს ხშირად ახალი აქციების ბაზარსაც უწოდებენ. როდესაც ინვესტორები პირველად კაპიტალის ბაზარზე ყიდულობენ ფასიან ქაღალდებს, კომპანია, რომელიც სთავაზობს ფასიან ქაღალდებს (ემიტენტი), ქირაობს განთავსების აგენტს, რათა განიხილოს შეთავაზება და შექმნას პროსპექტი, რომელიც ასახავს გასაშვები ფასიანი ქაღალდების ფასს და სხვა დეტალებს.

პირველადი ბაზრის ყველა საკითხი ექვემდებარება მკაცრ რეგულაციებს.

Secondary Market - მეორადი ბაზარი

ემიტენტი კომპანიები მეორად ბაზარში არ მონაწილეობენ, რადგან აღნიშნული ბაზარი მოიცავს ადგილებს, სადაც ინვესტორები ადრე გამოშვებული ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობენ.

მეორადი ბაზარი იყოფა 2 კატეგორიად: 

  • აუქციონი - ეს არის საბირჟო ვაჭრობის მეთოდი მყიდველსა და გამყიდველს შორის პირდაპირი კონტაქტის გზით. ამ მეთოდის ერთ-ერთი ასეთი მაგალითი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა გახლავთ 
  • სადილერო ბაზარი - ბაზარი, სადაც ადამიანები ვაჭრობენ ელექტრონული ქსელების საშუალებით. სწორედ მსგავს ბაზრებზე ვაჭრობენ მცირე ინვესტორების უმრავლესობა.

მეორად ბაზარს ზედამხედველობს მარეგულირებელი ორგანო, როგორიც არის Securities Exchange Commission (SEC).


კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა“ ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალის და ფინანსური ბაზრების განვითარების გუნდის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის საკონსულტაციო სამუშაოებს ასრულებს Galt & Taggart, BDO Georgia-სთან ერთად.

გაეცანით პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ბმულზე.