cms@gt.ge

კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის II ფაზა - საქმიანი დილა #ანალიტიკა

კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა გრძელდება. პროექტის მეორე ეტაპი ფოკუსირებულია კაპიტალის ბაზრის წახალისების მექანიზმის შექმნაზე, რომელიც შერჩეულ კომპანიებს დაეხმარება კაპიტალის ბაზრის ათვისებაში სავალო ან/და წილობრივი (Equity) საჯარო ფასიანი ქაღალდების გამოშვების გზით. წახალისების მექანიზმი მოიცავს შერჩეული კომპანიებისთვის ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსებას.

ოთარ შარიქაძე (Galt & Taggart-ის მმართველი დირექტორი) და ზურაბ ლალაზაშვილი (BDO Georgia-ს მმართველი პარტნიორი) პროექტის შესახებ, მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ინსტიტუციური და სამართლებრივი სისტემის შესახებ გადაცემაში საქმიანი დილა #ანალიტიკა.