cms@gt.ge

კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის II ფაზა - საპრეზენტაციო ფაილი

17 თებერვალს, ჩატარდა ონლაინ შეხვედრა, სადაც მოხდა „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის“ II ეტაპის წარდგენა.

გაეცანით ჩატარებული შეხვედრის საპრეზენტაციო ფაილს: CMS Phase II - Webinar II.pdf


CMS პროგრამა დაიწყო საქართველოში კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის მექანიზმის შემუშავებისა და დანერგვის მიზნით. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ DIGITAL RE4M პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალის ბაზრების განვითარების გუნდი ახორციელებს. 

პროექტს ხელმძღვანელობენ EBRD-ის კონტრაქტორი „გალტ & თაგარტი“, ქვეკონტრაქტორ BDO Georgia-სთან ერთად. 

პროგრამა შედგება 3 ეტაპისგან:

  • I ეტაპი ორიენტირებული იყო საქართველოს კაპიტალის ბაზრის პოტენციალის შესწავლაზე და იმ ბარიერების იდენტიფიცირებაზე, რომლებიც ხელს უშლის სხვადასხვა კომპანიებს კაპიტალის ბაზარზე წვდომაში. 

გაეცანით პირველი ეტაპის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს ბმულზე

  • II ეტაპი ფოკუსირებულია კაპიტალის ბაზრის წახალისების მექანიზმის შექმნაზე. აღნიშნული მექანიზმი მოიცავს შერჩეული კომპანიებისთვის ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსებას. წახალისების მექანიზმი ასევე მოიცავს ვებინარებს და სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობებს, რომლებიც მომართულია კაპიტალის ბაზრების გარშემო ცნობადობის ამაღლებაზე. დეტალური ინფორმაცია წახალისების მექანიზმის შესახებ, მათ შორის - შერჩევის პროცესის, ვადების, კრიტერიუმებისა და პრიორიტეტების შესახებ იხილეთ მითითებულ საპრეზენტაციო ფაილში.
  • საბოლოო, III ფაზა მოიცავს პროგრამის და შექმნილი წამახალისებელი მექანიზმის დანერგვას, რაც გულისხმობს როგორც კომპანიების ხელშეწყობას კაპიტალის ბაზრების წვდომის მოპოვებაში, ასევე საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას.