cms@gt.ge

კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ახალი ფაზის წარდგენა - საპრეზენტაციო ფაილი

27 აპრილს გაიმართა „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის“ ახალი ფაზის წარდგენა. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალის და ფინანსური ბაზრების განვითარების გუნდის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მის მთავარ მიზანს საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

„გალტ & თაგარტისა“ და BDO Georgia-ს ხელმძღვანელობით, პროგრამის პირველი ეტაპი ქართული კაპიტალის ბაზრების პოტენციალისა და იმ ბარიერების კვლევას დაეთმო, რომლებიც კომპანიებისთვის კაპიტალის ბაზრებზე წვდომას აფერხებს. პროგრამის მომდევნო ფაზა კი, თანადაფინანსების სქემაში მონაწილეობის მსურველთა აპლიკაციების მიღებასა და საგანმანათლებლო სქემის განხორციელებას დაეთმობა.

გაეცანით ჩატარებული შეხვედრის საპრეზენტაციო ფაილებს: