cms@gt.ge

პირველადი საჯარო შეთავაზება: საგანმანათლებლო მასტერკლასი ატილა ტოსისგან, EBRD

„კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის“ საგანმანათლებლო სერიის ფარგლებში ჩატარდება მასტერკლასი თემაზე - პირველადი საჯარო შეთავაზება. ღონისძიების მოწვეული სპიკერია: ატილა ტოსი (Principal, Equity and Capital Market Infrastructure – EBRD).

მასტერკლასის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • პირველადი საჯარო შეთავაზების ეკონომიკური დასაბუთება;
  • როგორ მოვემზადოთ პირველადი საჯარო შეთავაზებისთვის;
  • პირველადი საჯარო შეთავაზების პროცესი;
  • კომპანიის არსებობა პირველადი საჯარო შეთავაზების შემდგომ;
  • პრაქტიკული ქეისების განხილვა;

ღონისძიება ჩატარდება 6 ივლისს, 17:00 საათზე, კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის Facebook გვერდზე ლაივის საშუალებით.


კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა“ ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალის და ფინანსური ბაზრების განვითარების გუნდის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის საკონსულტაციო სამუშაოებს ასრულებს Galt & Taggart, BDO Georgia-სთან ერთად.