cms@gt.ge

როგორ მუშაობს საფონდო ბირჟა?

„კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის“ საგანმანათლებლო რუბრიკის ფარგლებში გთავაზობთ პოსტს თემაზე: საფონდო ბირჟა.

აქცია არის ფასიანი ქაღალდი, რომელიც წარმოადგენს წილობრივ საკუთრებას კომპანიაში. აღნიშნული ფინანსური ინსტრუმენტი მფლობელს აძლევს უფლებას მიიღოს დივიდენდი მის საკუთრებაში არსებული აქციების პროპორციულად.

არსებობს აქციის 2 ტიპი, ჩვეულებრივი და პრივილეგირებული. მათ ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი ხმის მიცემის უფლებაა.

  • ჩვეულებრივი აქციის მფლობელობისას, ინვესტორი იღებს კომპანიის პოლიტიკით განსაზღვრულ დივიდენდს. გასათვალისწინებელია, რომ კომპანიას არ გააჩნია დივიდენდის განაწილების ვალდებულება ჩვეულებრივი აქციონერებისთვის. თუმცა, კომპანიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია მოხდეს მოგების განაწილება სრულად ან ნაწილობრივ. ჩვეულებრივი აქციის მესაკუთრე ინვესტორს აქვს ხმის მიცემის უფლება. ეს გულისხმობს აქციონერთა კრებაზე დასწრებას და კომპანიის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტების მიღებას. ხმების რაოდენობა დამოკიდებულია საკუთრებაში არსებულ წილზე
  • პრივილეგირებულ აქციებზე ხორციელდება ფიქსირებული დივიდენდის გადახდა. პრივილეგირებული აქციის მფლობელობისას ინვესტორს არ გააჩნია არც ხმის მიცემის და არც კომპანიის მართვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში მონაწილეობის მიღების უფლება.

ინვესტორები აქციებს რამდენიმე მიზეზით ყიდულობენ: 

  • მათი კაპიტალის ღირებულებამ შესაძლოა მოიმატოს, თუ აქცია გაძვირდა 
  • ის მიიღებს დივიდენდს, როდესაც კომპანია გაანაწილებს თავის შემოსავლებს 
  • მას ექნება ხმის მიცემისა და კომპანიაზე ზემოქმედების შესაძლებლობა.

კომპანიები გამოსცემენ აქციებს დაფინანსების მისაღებად. მაგალითად: 

  • არსებული ვალდებულების დასაფარად 
  • ახალი პროდუქტების გამოსაშვებად 
  • ახალ ბაზრებზე ან რეგიონებში გასაფართოებლად.

კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა“ ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალის და ფინანსური ბაზრების განვითარების გუნდის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის საკონსულტაციო სამუშაოებს ასრულებს Galt & Taggart, BDO Georgia-სთან ერთად.