cms@gt.ge

კორპორატიული ფინანსები და კაპიტალის ბაზრები - საპრეზენტაციო ფაილი

25 მაისს, CMS პროექტის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა ონლაინ შეხვედრა - კორპორატიული ფინანსები და კაპიტალის ბაზრები.

ვებინარის ფარგლებში განხილული იქნა ის ძირითადი ფინანსური მაჩვენებლები, რაც ფასიანი ქაღალდების ემისიის პროცესში არის გათვალისწინებული. სპიკერმა შეხვედრაზე ასევე მიმოიხილა საჯარო ფასიანი ქაღალდების გამოშვების შედეგები კომპანიაზე - როგორც ფინანსური, ისე არაფინანსური თვალსაზრისით.

ვებინარზე განხილული იქნა შემდეგი ძირითადი საკითხები:

  • ეფექტიანი კაპიტალის სტრუქტურა 
  • კომპანიის ფინანსური და საკრედიტო პროფილი: საკრედიტო ხარისხი (ლევერიჯი და ქავერიჯი), მომგებიანობა და საოპერაციო მაჩვენებლები, პროგნოზი და მოლოდინები 
  • კაპიტალის ბაზარზე წვდომის მოპოვების შედეგები კომპანიაზე

სპიკერი: ანა კვარაცხელია, CFA - Galt & Taggart-ის კაპიტალის ბაზრების მიმართულების ხელმძღვანელი.

გაეცანით ჩატარებული შეხვედრის საპრეზენტაციო ფაილს: