cms@gt.ge

კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპი

პროექტის მეორე ეტაპი ფოკუსირებულია კაპიტალის ბაზრის წახალისების მექანიზმის შექმნაზე. მექანიზმი დაეხმარება შერჩეულ კომპანიებს კაპიტალის ბაზრის ათვისებაში სავალო ან/და წილობრივი (Equity) ფასიანი ქაღალდების გამოშვების გზით. წახალისების მექანიზმი მოიცავს შერჩეული კომპანიებისთვის ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსებას.

პროექტში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში დარეგისტრირდით ბმულზე.

რეგისტრაციის პროცესი 1.5 თვეს გასტანს და მისი დასრულების შემდგომ აირჩევა მაქსიმუმ 10 გამარჯვებული კანდიდატი.

შერჩეულ კანდიდატებს მიეცემათ ვადა 2023 წლის II კვარტალის ბოლომდე საჯარო ფასიანი ქაღალდების გამოშვებისთვის. ფასიანი ქაღალდების წარმატებით განთავსების შემთხვევაში კომპანიები მიიღებენ გრანტს დაახლოებით 100-200 ათასი ლარის ოდენობით გამოშვებასთან დაკავშირებული დანახარჯების დასაფარად.

პროექტის ფარგლებში კომპანიების შერჩევა მოხდება 2 ეტაპიანი პროცედურით:

„კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა“ აპლიკანტებს ასევე შესთავაზებს საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს კაპიტალის ბაზრების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. დაგეგმილი საგანმანათლებლო აქტივობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ პროექტის კალენდარს.

ღონისძიებების ფარგლებში კომპანიები მიიღებენ პრაქტიკულ ინფორმაციას კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებით, რომელზე დაყრდნობითაც მათ შესაძლებლობა ექნებათ უფრო ეფექტიანად მოიპოვონ კაპიტალის ბაზარზე წვდომა.