cms@gt.ge

ფინანსური ბაზრები: ფულადი და კაპიტალის ბაზრები

საქართველოს ფინანსური ბაზარი შედგება ფულადი ბაზრის, სავალუტო ბაზრის, ფასიანი ქაღალდების ბაზრისგან და წარმოადგენს ფინანსური სისტემის ძირითად ელემენტებს.

ფულადი და კაპიტალის ბაზრები არა ერთიანი ინსტიტუტი, არამედ გლობალური ფინანსური სისტემის ორი ფართო კომპონენტია.

„კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის“ საგანმანათლებლო რუბრიკის ფარგლებში გთავაზობთ პოსტს თემაზე: ფულადი და კაპიტალის ბაზრები.

ფულად ბაზარებზე ივაჭრება მოკლევადიანი სავალო ფასიანი ქაღალდები. მათი მეშვეობით მთავრობებს, კორპორაციებს, ბანკებს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და ინვესტორებს შორის ხდება არაუმეტეს ერთი წლის ვადიანობის სესხის გაცემა. ფულადი ბაზარი აძლევს საშუალებას ფიზიკურ პირებს, ბანკებს, კომპანიებსა და მთავრობებს ხელსაყრელ მოკლევადიან ინვესტიციებში დააბანდონ ფული. აღნიშნული ბაზარი გამოიყენება იმისთვის, რომ ბიზნესებმა და მთავრობებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ ფულადი სახსრები, სწრაფად და გონივრულ ფასად მიიღონ ის. მეორე მხრივ, მისი დანიშნულებაა, რომ ბიზნესებმა და ინვესტორებმა, რომლებსაც აქვთ ჭარბი ნაღდი ფული, მისი საშუალებით მიიღონ პასიური შემოსავალი.

ფულად ბაზრებზე გამოყენებული ინსტრუმენტები მოიცავს დეპოზიტებს, გირაოს სესხებს და ობლიგაციებს, ხოლო საქართველოს ფულად ბაზრებზე მოქმედი ინსტიტუტები მოიცავს საქართველოს ეროვნულ ბანკს, კომერციულ ბანკებსა და სხვა კომპანიებს.

კაპიტალის ბაზარი მოიცავს ვაჭრობას როგორც აქციებით, ასევე ობლიგაციებით. ეს არის ფინანსური ინსტიტუტების, პროფესიონალი ბროკერებისა და ინდივიდუალური ინვესტორების მიერ შეძენილი გრძელვადიანი აქტივები. იმ კომპანიების მთავარი მიზანი, რომლებიც კაპიტალის ბაზარზე გადიან, გრძელვადიანი მიზნების დასაფინანსებლად ფულადი სახსრების მოზიდვაა. აღნიშნული, როგორც წესი, მათი ბიზნესის გაფართოებასა და შემოსავლების ზრდას ემსახურება.

ფულადი და კაპიტალის ბაზარები ერთად წარმოადგენენ ფინანსური ბაზრის დიდ ნაწილს.


კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა“ ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალის და ფინანსური ბაზრების განვითარების გუნდის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის საკონსულტაციო სამუშაოებს ასრულებს Galt & Taggart, BDO Georgia-სთან ერთად.

გაეცანით პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ბმულზე.